რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ტრიუფელის ტორტი
ტრიუფელის ტორტი

ინგრედიენტები:

კვერცხი - 8 ც.

ფქვილი - 200 გ

კაკაო - 25 გ

შავი შოკოლადი - 400 გ

ფორთოხლის ლიქიორი - 1 ს.კ.

ნაღები - 1,2 ლ

შაქრის პუდრი - 225 გ

4 ფორთოხლის ცედრა

 

მომზადება:

 

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.                                                                         

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან. ფქვილი და კაკაო გაცერით და გადაურიეთ კვერცხის მასას. მიღებული ნაზავი გაანაწილეთ ფორმის ძირში. გამოაცხეთ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.400 მლ ნაღები ცედრასთან და ლიქიორთან ერთად მიიყვანეთ დუღილამდე. დაამატეთ შოკოლადი და, როგორც კი გადნება, გადმოდგით. გააციეთ. 

ათქვიფეთ დარჩენილი ნაღები და დაამატეთ გაციებულ შოკოლადის ნარევში. კარგად აურიეთ და გაანაწილეთ გამომცხვარ ბისკვიტზე. მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი. შედგით მაცივარში 3-4 საათით. გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა