
ინგრედიენტები:
საზამთროს რბილობი - 400 გ
შაქარი - 800 გ
წყალი - 0,5-0,75 ჭიქა
ლიმონი - 1 ც.
მომზადება:
საზამთრო დაჭერით და მოაცილეთ ქერქი და კურკა. რბილობი დაჭერით წვრილად (დაახლოებით როგორც ასანთის კოლოფის ნახევარი), დაამატეთ 0,25 ჭიქა წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე დარბილებამდე დაახლოებით 45 წუთი. ლიმონს გამოწურეთ წვენი, კანი კი გახეხეთ.
შაქრის ნაწილი (400 გ) დაამატეთ საზამთროს. დანარჩენისგან კი მოამზადეთ სიროფი (დარჩენილი წყლისა და ლიმონის წვენისგან).
საზამთროს დაამატეთ ლიმონის ცედრა. შემდეგ დაასხით სიროფი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე მზადყოფნამდე 30-40 წუთის განმავლობაში.