რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / არაჟნისა და ხაჭოს ტორტი შავი ქლიავით
არაჟნისა და ხაჭოს ტორტი შავი ქლიავით

ინგრედიენტები:

შაქარი 0,5 ჭიქა + 0,5 ჭიქა

ფქვილი - 100 გ

არაჟანი 20% ცხიმიანობის - 250 გ

შავი ქლიავი უკურკო -200 გ

რბილი ხაჭო - 250 გ

გახეხილი შოკოლადი - 50 გ

ჟელატინი - 10 გ

კვერცხი - 3 ც.

სახამებელი - 2 ს.კ.

სოდა - 1 ჩ.კ.

 

მომზადება:

1. ჟელატინი დაალბეთ 0,25 ჭიქა ცივ წყალში. შავი ქლიავი მოათავსეთ ჯამში და დაასხით 0,5 ჭიქა ცხელი წყალი. კვერცხი ათქვიფეთ 0,5 ჭიქა შაქართან, დაამატეთ გაცრილი ფქვილი, რომელშიც წინასწარ აურიეთ სახამებელი და სოდა. კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და გადაიღეთ მრგვალ ფორმაში. შედგით 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხეთ 20 წუთის განმავლობაში. გააციეთ ფორმიდან ამოუღებლად.

2. შავი ქლიავი ამოიღეთ წყლიდან და დაჭერით პატარა ნაჭრებად. წყალი გაწურეთ, დაამატეთ ჟელატინში და გააცხელეთ წყლის აბაზანაზე ჟელატინის სრულ გახსნამდე.

3. ათქვიფეთ არაჟანი ხაჭოსთან და 0,5 ჭიქა შაქართან, დაამატეთ ჟელატინი და შავი ქლიავი. აურიეთ და გაანაწილეთ ბისკვიტზე. შედგით მაცივარში ჟელატინის სრულ შესქელებამდე. შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან, ამოიღეთ ფორმიდან და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა