რეცეპტები / გამორჩეული გემო / კორნ-დოგი
კორნ-დოგი

ინგრედიენტები:

სოსისი - 5 ც.

ფქვილი - 0,5 ჭიქა

სიმინდის ფქვილი - 0,5 ჭიქა

რძე - 3 ს.კ.

კვერცხი - 1 ც.

სოდა - 0,5 ჩ.კ.

შაქარი - 1 ჩ.კ.

მარილი - 0,25 ჩ.კ.

პილპილი და დაფქული წითელი წიწაკა - გემოვნებით

მცენარეული ზეთი - 300 მლ

 

მომზადება:

1. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან, მარილთან, პილპილთან და წითელ წიწაკასთან ერთად.

2. დაამატეთ რძე და სიმინდის ფქვილი.

3. შემდეგ დაამატეთ ფქვილი, რომელშიც წინასწარ აურიეთ სოდა. გადაურიეთ ერთმანეთში. ცომი გამოდის სქელი არაჟანივით.

4. სოსისი გაჭერით სიგანეზე 2 ნაწილად და თითოეულ ნაწილს ჩაურჭეთ ჩხირები. ამოავლეთ ფქვილში.

5. ცომი გადაიღეთ ვიწრო მაღალ ჭურჭელში, მაგალითად ჭიქაში. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. ჩაუშვით სოსისი ცომში.

6. შემდეგ ჩაუშვით ცხელ ზეთში. შეწვით საშუალო ცეცხლზე სანამ არ გაიკეთებს ოქროსფერ ქერქს, პერიოდულად აბრუნეთ.

7. მომზადებული კორნ-დოგები დააწყეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოცილდეს ზედმეტი ცხიმი. მიირთვით კეტჩუპით.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა