სასარგებლო / პრაქტიკული რჩევები / ზამთრის მარაგი: რომელი პროდუქტები უნდა გავყინოთ
ზამთრის მარაგი: რომელი პროდუქტები უნდა გავყინოთ

1.     ვაშლი, მსხალი, კომში

სანამ გაყინავთ, დაჭერით ხილი და მოასხით ლიმონის წვენი, რომ არ გამუქდეს. შემდეგ ცოტათი გამოაშრეთ ღუმელის ტაფაზე, ჩადეთ პაკეტში და შედგით მაცივარში.

2.     მწვანე ბარდა, სიმინდი, მწვანე ლობიო

გაყინვის წინ  ბარდა, სიმინდი და მწვანე ლობიო უნდა  დამდუღროთ, გააციოთ და მხოლოდ შემდეგ გაყინოთ.

3.     ბულგარული წიწაკა

ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ და შემდეგ დააწყეთ ერთი მეორეზე, რომ გამოვიდეს „პირამიდა“, და შეინახეთ საყინულეში.

4.     ბადრიჯანი, ყაბაყი

სანამ გაყინავთ, ბოსტნეული დაჭერით რგოლებად და შემდეგ მოათავსეთ საყინულეში.

5.     კენკროვანი

ნებისმიერი კენკროვანი შეიძლება გაყინოთ. გასაყინად შესანიშნავად უხდება მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, მოცვი.

6.     სოკო

გაყინვის წინ სოკო უნდა კარგად გარეცხოთ, გაასუფთავოთ, გააშროთ და დაჭრათ. თუ სხვადასხვა სოკო გაქვთ, დაახარისხეთ ცალ-ცალკე და ისე გაყინეთ.

7.     მწვანილი

აქ ყველაფერი მარტივადაა: მწვანილი გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და მოათავსეთ კონტეინერში. ახლა თქვენ მთელი ზამთარი უზრუნველყოფილი იქნებით მწვანილის მარაგით სუპებისთვის, სალათებისთვისა და სხვა კულინარული ექსპერიმენტებისთვის.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა