
საჭირო მასალა:
ორცხობილა: 200 გ
კარაქი- 60გ
მდნარი ყველი ან ხაჭო- 500გ
სქელი არაჟანი- 250 გ
კვერცხი- 5 ცალი
ერთი ლიმონის წვენი და ცედრა
შაქარი- 100 გ
თხელი თაფლი- 100გ
მომზადება:
1. ორცხობილა ძალიან წვრილად დავფშხვნათ და ავურიოთ კარაქი. შემდეგ კი გადავიტანოთ დაახლოებით 22 სმ-ის დიამეტრის ფორმაში და მჭირდოდ დავპრესოთ ხელით.
2. 10 წუთით შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
3. მდნარი ყველი, თაფლი, შაქარი, არაჟანი, ლიმონის წვენი და ცედრა, ერთმანეთში ავურიოთ. ცალობით შევათქვიფოთ კვერცხი. ყოველ ჯერზე ერთგვაროვანი მასა უნდა მივიღოთ. მიღებული მასა წავუსვათ ორცხობილას ბისკვიტს.
4. ჩისქეიქი შევაბრუნოთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. აცხვეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ, გადმოიღეთ ფორმიდან და ერთი ღამის განმავლობაში დატოვეთ მაცივარში. დაჭერით გამთბარი დანით.