რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / „ზარმაცი“ ვარენიკები
„ზარმაცი“ ვარენიკები

ინგრედიენტები:

ხაჭო (5-9%) – 500 გ

კვერცხი - 3 ც.

შაქარი - 100 გ

ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ.

კარაქი - 50 გ

მანანის ბურღული - 3 ს.კ.

ფქვილი - 200 გ

 

მომზადება:

კარაქი გასრისეთ შაქართან და ვანილის შაქართან. დაამატეთ კვერცხი და კარგად აურიეთ. დაამატეთ მანანის ბურღული, ხაჭო. აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომისგან გააკეთეთ გრძელი მომრგვალებული ჟგუტები და დაჭერით საშუალო ნაჭრებად.

ქვაბში ჩაასხით წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე (შეიძლება ჩაყაროთ ცოტათი მარილი). ჩაუშვით  ვარენიკები. იმის შემდეგ, რაც ისინი ამოტივტივდებიან ზედაპირზე, ხარშეთ კიდევ დაახლოებით 3-5 წუთი. ვარენიკები ამოიღეთ ქაფქირით. შეგიძლიათ მიირთვათ არაჟნით ან მურაბის წვენით.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა