რეცეპტები / ცომეული / კარტოფილის ნაზი რულეტები ხორცით
კარტოფილის ნაზი რულეტები ხორცით

ინგრედიენტები:

ფქვილი - 100-150 გ

კარტოფილი - 500-600 გ

კვერცხი - 1 ც.

ფარში შერეული - 500 გ

მცენარეული ზეთი შესაწვავად

 

მომზადება:

კარტოფილი მოხარშეთ კანიანად, გააციეთ, გაასუფთავეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დააყარეთ მარილი, პილპილი, უმი კვერცხი და ფქვილი.

ფარშს მოაყარეთ მარილი, პილპილი, ცოტაოდენი ცივი წყალი, რომ არ გამოვიდეს მშრალი.

კარტოფილის ცომისგან გააკეთეთ კვერები. თითოეული გააბრტყელეთ და დაადეთ ფარში ისე, რომ ცალი მხრიდან 1-1,5 სმ დარჩეს თავისუფალი. მჭიდროდ დაახვიეთ რულეტი და მიაჭირეთ ცომის თავისუფალ ბოლოს. ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით რულეტები ორივე მხრიდან.

შემდეგ დააწყეთ რულეტები ღუმელის ტაფაზე და შებრაწეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთი. სურვილისამებრ მზადყოფნამდე 5 წუთით ადრე შეიძლება მოაყაროთ გახეხილი ყველი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა