რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / იტალიური სამზარეულო - თევზი პომიდორი ჩერით და ოხრახუშისა და ნივრის სოუსით
იტალიური სამზარეულო - თევზი პომიდორი ჩერით და ოხრახუშისა და ნივრის სოუსით

ინგრედიენტები:

თევზი - 1 კგ

პომიდორი ჩერი - 300 გ

ოხრახუში

ნიორი - 2 კბილი

თეთრი მშრალი ღვინო - 100 მლ

½ ლიმონის წვენი

ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.

მარილი, პილპილი

 

მომზადება:

თევზი გაასუფთავეთ, გარეცხეთ. მოათავსეთ განიერ ჯამში, დაასხით ღვინო და შედგით მაცივარში 30 წუთით.

მოამზადეთ სოუსი. ამისათვის წვრილად დაჭერით ნიორი და ოხრახუში. ცალკე პატარა ჯამში აურიეთ ერთმანეთში ლიმონის წვენი, ნიორი და ოხრახუში. დაამატეთ ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.

გარეცხეთ პომიდორი. თევზი და მთელ-მთელი პომიდორი დააწყეთ ღუმელის ტაფაზე. თევზს შიგნიდან და გარედან წაუსვით მომზადებული სოუსი, ასევე ეს სოუსი წაუსვით პომიდვრებს. შებრაწეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა