ინგრედიენტები:
კარაქი - 50 გ
პეჩენია - 150 გ
რბილი ხაჭო - 500 გ
არაჟანი - 200 გ
კვერცხი - 3 ც.
შაქრის პუდრი - 175 გ
თაფლი - 1 ს.კ.
1 ლიმონის ცედრა
ვანილის შაქარი - 2 ჩ.კ.
კაკაო მოსართავად - 2 ჩ.კ.
მომზადება:
1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. 20 სმ-იანი დიამეტრის ფორმას გვერდებზე და ძირში წაუსვით ცხიმი.
2. პეჩენია წვრილად დაფშვენით, აურიეთ გამდნარ კარაქთან და გადაიღეთ მომზადებულ ფორმაში. გაუსწორეთ ზედაპირი.
3. რამდენიმე წამით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ბლენდერში აურიეთ ერთმანეთში ხაჭო, არაჟანი, კვერცხი, შაქარი, თაფლი, ლიმონის ცედრა და ვანილის შაქარი.
4. დაბლენდერებული ნაზავი გადაიღეთ ფორმაში, ისევ გაასწორეთ ზედაპირი და შედგით ღუმელში 40-45 წუთით, ან სანამ ჩიზქეიქი არ გახდება ბაცი ოქროსფერი.
5. გამოიღეთ ღუმელიდან, დააფარეთ ფოლგა, გააციეთ და მთელი ღამით შედგით მაცივარში.
6. დანის დახმარებით ამოიღეთ ჩიზქეიქი ფორმიდან, გადაიტანეთ ლანგარზე და მოაყარეთ კაკაო.