ინგრედიენტები:
კეფირი - 0,5 ლ
არაჟანი - 200 გ
ჟელატინი - 10 გ
შაქარი - 1/3 ან 1/2 ჭიქა
ვანილის შაქარი - 1 პაკეტი
გახეხილი შოკოლადი ან კენკროვანი - მოსართავად და დანამატის სახით
მომზადება:
ჟელატინი დაალბეთ ცოტაოდენ ცივ წყალში 10 წუთით. აურიეთ ერთმანეთში კეფირი, არაჟანი, შაქარი და ვანილის შაქარი შაქრის გადნობამდე. ჟელატინს მოაშორეთ ზედმეტი წყალი და დადგით გასადნობათ წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. კარგად აურიეთ ჟელატინი და წვრილი ნაკადით დაასხით კეფირის ნაზავს. ამასთანავე მუდმივად ურიეთ, რომ ჟელატინი თანაბრად განაწილდეს. შედგით მაცივარში 20 წუთით. როცა გამოიღებთ კრემს, ათქვიფეთ მიქსერით. კრემი ოდნავ მოიმატებს მოცულობაში. გაანაწილეთ ჭიქებში და ზემოდან დააყარეთ გახეხილი შოკოლადი ან კენკროვანი.
სრული შესქელებისთვის შედგით კრემი მაცივარში 3-4 საათით.