ინგრედიენტები:
დიდი ფილე - 2 ც.
მცენარეული ზეთი ფრიტიურისთვის
დარბილებული კარაქი - 100 გ
კამა - 1 კონა
კვერცხი - 2 ც.
რძე - 1 ს.კ.
ცოტაოდენი ფქვილი ამოსავლებად
საფანელი ამოსავლებად
მარილი, პილპილი
მომზადება:
დარბილებული კარაქი აურიეთ დაჭრილ კამასთან, დააყარეთ მარილი და შედგით საყინულეში. დააცალკავეთ პატარა ფილე დიდისგან. დიდი ფილე გაჭერით სისქეზე, მაგრამ არა ბოლომდე, და გადაშალეთ წიგნივით. პატარა და დიდი ფილე დატკეპნეთ ორივე მხრიდან, დააყარეთ მარილი და პილპილი.
კარაქი გამოიღეთ საყინულედან, გაჭერით ორ ნაწილად და თითოეული ნაჭერი დადეთ დიდ ფილეზე, ზემოდან კი დააფარეთ პატარა ფილე. დაახვიეთ ისე, რომ გამოვიდეს მოგრძელებული კატლეტივით. ეცადეთ, რომ არ იყოს სადმე გახსნილი, ვინაიდან შეწვის დროს კარაქი გამოჟონავს. კატლეტი გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედგით საყინულეში 20 წუთით. შემდეგ გამოიღეთ, ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ რძესთან ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს საფანელში. შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეორეთ თავიდან.
კატლეტი ორივე მხრიდან შეწვით მდუღარე ზეთში (ზეთმა უნდა დაფაროს კატლეტი) ოქროსფერი ქერქის მიღებამდე. შემდეგ გადაიღეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში მიიყვანეთ მზადყოფნამდე 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.