ინგრედიენტები:
წყალი - 200 მლ
მშრალი რძე - 200 გ
კარაქი - 100 გ
შაქარი - 200 გ
ბანანი - 400 გ
კურაგა (გარგარის ჩირი)- 50 გ
ქიშმიში - 50 გ
ნუში - 50 გ
მომზადება:
ქვაბში საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ წყალი და გახსენით მასში შაქარი. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ბანანი და ხარშეთ 30-40 წუთი.
წვრილად დაჭერით კურაგა, ქიშმიში და ნუში. როცა ბანანი გადაიქცევა ერთგვაროვან მასად და გამუქდება, დაამატეთ კურაგა, ქიშმიში და ნუში. აურიეთ.
ფრთხილად დაამატეთ მშრალი რძე და კარგად აურიეთ.
კარაქი გაადნეთ ტაფაზე და დაამატეთ ნაზავში. საგულდაგულოდ აურიეთ.
გადაიღეთ ფორმაში და გადააფარეთ საკვები ცელოფანი. შედგით საყინულეში 30-60 წუთით.
გემრიელად მიირთვით!