რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ნამცხვარი ყავის მინანქარით
ნამცხვარი ყავის მინანქარით

ინგრედიენტები:

კვერცხი - 4 ც.

შაქარი - 400 გ

ფქვილი - 650 გ

სოდა - 1 ჩ.კ.

ვანილის შაქარი - 2 ჩ.კ.

კარაქი - 200 გ

რძე - 200 მლ

 

მინანქარისთვის:

შაქრის პუდრი - 400 გ

კარაქი - 50 გ

მაგარი ყავა (1 ჩ.კ. 100 მლ წყალზე) – 100 მლ

კაკაო - 1 ჩ.კ.

ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ.

 

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი ისე, რომ მიიღოთ თეთრი ქაფი. აურიეთ ერთმანეთში ყველა მშრალი ინგრედიენტი. გაადნეთ კარაქი, დაამატეთ რძე და გააციეთ. ათქვეფილ კვერცხში თანდათან დაამატეთ მშრალი ინგრედიენტები და წვრილი ნაკადით დაასხით რძე. მოზილეთ ცომი. ღუმელის ტაფას გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და გადაიღეთ ცომი. გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთი. გამოიღეთ ღუმელიდან, გააციეთ.

მოამზადეთ მინანქარი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ქვაბში (ვანილის გარდა) და დადგით ცეცხლზე. ხარშეთ დაახლოებით 10 წუთი. გადმოდგით და დაამატეთ ვანილი. ბისკვიტს თანაბრად წაუსვით მინანქარი და სურვილისამებრ მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი ან თხილი.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა