ინგრედიენტები:
ფქვილი - 100 გ
კარაქი - 50 გ
კვერცხის გული - 1 ც.
კვერცხი - 2 ც.
მცენარეული ზეთი ფრიტიურისთვის
შაქრის პუდრი მოსაყრელად
მომზადება:
1. გაცერით ფქვილი პერგამენტის დიდ ფურცელზე. კარაქი დაჭერით ნაჭრებად, ჩადეთ მცირე ზომის ქვაბში, დაასხით 250 მლ ცხელი წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე. მუდმივად ურიეთ, სანამ კარაქი არ გადნება. შემდეგ მოკეცეთ პერგამენტის ფურცელი და ქვაბში თანდათან ჩაყარეთ ფქვილი. გადმოდგით ქურიდან.
2. ათქვიფეთ ხის კოვზით, სანამ ცომი არ გახდება ერთგვაროვანი.
3. დაამატეთ კვერცხის გული და კვერცხი. გააგრძელეთ თქვეფა 5 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი არ გახდება ერთგვაროვანი და პრიალა. ქვაბში გააცხელეთ ზეთი ფრიტიურისთვის. ზეთიანი კოვზით აიღეთ ცომი და ჩაუშვით მდუღარე ზეთში. ამზადეთ ულუფებად 5-5 წუთი. ბლითები გადმოიღეთ ქაფქირით ქაღალდის ხელსახოცზე. სანამ მიიტანთ სუფრასთან, მოაყარეთ შაქრის პუდრი.