რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / შოკოლადისა და თაფლის პრიანიკები
შოკოლადისა და თაფლის პრიანიკები

ინგრედიენტები:

კვერცხი - 1 ც.

ყავისფერი შაქარი - 60 გ

თაფლი - 3 ს.კ.

კარაქი - 50 გ

ფქვილი - 1,5-2 ჭიქა

სოდა - 1 ჩ.კ.

დაქუცმაცებული თხილი ან ნიგოზი - 60 გ

შავი შოკოლადი - 100 გ

არაჟანი - 4 ს.კ.

შაქრის ფანქრები ან ფერადი მინანაქარი პრიანიკების მოსართავად

 

მომზადება:

1.     ჭურჭელში აურიეთ ერთმანეთში თაფლი, კარაქი, შაქარი და დადგით წყლის აბაზანაზე. მუდმივად ურიეთ და მიიყვანეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე. გადმოდგით, ოდნავ გააციეთ და დაამატეთ კვერცხი, სოდა და კარგად აურიეთ.

2.     დაამატეთ გაცრილი ფქვილი, დაქუცმაცებული თხილი ან ნიგოზი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. გააბრტყელეთ 1,5 სმ სისქის ფენად და ფორმის დახმარებით გამოჭერით პრიანიკები. დააწყეთ ცხიმიან ღუმელის ტაფაზე და შედგით 180 გრადუსამდეგაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით.

3.     მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი: გაადნეთ შავი შოკოლადი და დაამატეთ არაჟანი. კარგად აურიეთ ერთგვაროვან მასამდე. გაციებული პრიანიკები დაფარეთ შოკოლადის მინანქარით. სურვილისამებრ, როცა მინანქარი გაშრება, შეგიძლიათ შაქრის ფერადი ფანქრებით მოხატოთ პრიანიკები.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა