რეცეპტები / სალათები / სალათი კიბორჩხალის ხორცისა და ნიახურისგან
სალათი კიბორჩხალის ხორცისა და ნიახურისგან

ინგრედიენტები:

სალათისთვის:

კიბორჩხალის ხორცი - 250 გ

ნიახურის ფესვი - 450 გ

1 ლიმონის წვენი

ოხრახუში ან კამა - 1 ღერო

 

შესაკაზმათ:

მაიონეზი - 2/3 ჭიქა

მდოგვი - 1 ს.კ.

ძმარი - 1,5 ჩ.კ.

მარილი და პილპილი - გემოვნებით

 

მომზადება:

1.     დიდ ჯამში აურიეთ ერთმანეთში მაიონეზი, მდოგვი, ძმარი, მარილი და პილპილი. დააფარეთ და შედგით მაცივარში გასაციებლად.

2.     ნიახური გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. შემდეგ დააქუცმაცეთ მსხვილ სახეხზე.

3.     დიდ ქვაბში დუღილამდე მიიყვანეთ მარილიანი წყალი. დაამატეთ ლიმონის წვენი და დაქუცმაცებული ნიახური. ხარშეთ 1-2 წუთი, შემდეგ გადაიღეთ თუშფალანცზე და მაშინვე გადაავლეთ ცივი წყალი. გაწურეთ ხელით და დადეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

4.     მაცივრიდან გამოიღეთ ჯამი და დაამატეთ ნიახური და დაჭრილი კიბორჩხალის ხორცი. კარგად აურიეთ და ისევ  შედგით მაცივარში გასაციებლად მინიმუმ 30 წუთით.

მომზადებულ სალათს საჭიროებისამებრ დააყარეთ მარილი და პილპილი და მორთეთ ოხრახუშის ან კამის ღეროთი.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა