რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / მოცვის მაფინები
მოცვის მაფინები

ინგრედიენტები:

ფქვილი - 180 გ

კვერცხი - 2 ც.

რძე - 110 მლ

კარაქი - 60 გ

შაქარი - 50 გ

ვანილი - 0,5 ჩ.კ.

სოდა - 1 ჩ.კ.

მოცვი - 100 გ

 

მომზადება:

1.     ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუსამდე. ჯამში აურიეთ ერთმანეთში კვერცხი, კარაქი და რძე.

2.     ცალკე ჭურჭელში აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, შაქარი, ვანილი და სოდა.

3.     შემდეგ ცომის ორივე ნაწილი შეაერთეთ ერთად და კარგად მოზილეთ.

4.     დაამატეთ მოცვი.

5.     გაანაწილეთ ცომი ფორმებში. თუ ისინი ლითონისაა, ჯობია შიგნიდან წაუსვათ კარაქი. სილიკონის ფორმებისთვის ასეთი მანიპულაციები არ არის საჭირო. შედგით მაფინები ღუმელში 25-30 წუთით. მზადყოფნა შეამოწმეთ ასანთის ღერით. როცა მაფინები გაცივდება, მათ ადვილად ამოიღებთ ფორმებიდან. 



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა