რეცეპტები / სასმელი / ვიტამინებიანი სმუზი
ვიტამინებიანი სმუზი

ფორთოხლის სმუზისთვის:

1 დიდი ფორთოხალი

1 ბანანი

ფორთოხლის წვენი 200 გ

იოგურტი 125 გ

თაფლი 2 ს.კ.

შვრიის ფანტელი ( „გერკულესი“) 1 ს.კ.

2 წილაკი ფორთოხალი

 

შავი მოცხარის სმუზისთვის:

შავი მოცხარი 1 ჭიქა

იოგურტი 200 გ

თაფლი 3 ს.კ.

პიტნის ფოთლები

 

მომზადება:

1. ფორთოხლის სმუზი: შვრიის ფანტელი მოხალეთ მშრალ ტაფაზე, სანამ არ გახდება ოქროსფერი.

2. ფორთოხალსა და ბანანს მოაცილეთ კანი. ბლენდერში მოათავსეთ ხილი, წვენი, თაფლი, იოგურტი და კარგად ათქვიფეთ. გაანაწილეთ სასმელი ჭიქებში, ზემოდან მოაყარეთ მოხალული შვრიის ფანტელი და მორთეთ ფორთოხლის წილაკებით.

3. შავი მოცხარის სმუზი: ბლენდერში ათქვიფეთ შავი მოცხარი, თაფლი და იოგურტი. გაანაწილეთ სმუზი ჭიქებში და მორთეთ პიტნის ფოთლებით.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა