რეცეპტები / წვნიანები / მაწვნის სუპის კლასიკური რეცეპტი
მაწვნის სუპის კლასიკური რეცეპტი

საჭირო მასალა:

მაწონი- ნახევარი ლიტრი

ხახვი- 1 თავი

კარაქი- 50 გრ

წყალი- 2 ჩაის ჭიქა

კვერცხი- 2 ცალი

პურის ფქვილი- 1 სუფრის კოვზი

მწვანილი- ორ-ორი ძირი

მომზადება:

მაწონს დაუმატეთ ორი ჭიქა წყალი, პურის ფქვილი და კარგად ათქვიფეთ.

კარაქში მოშუშულ წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით ათქვეფილი მაწონი და ადუღეთ 15 წუთი. ურიეთ კოვზით, რომ არ აიჭრას. შემდეგ თანდათანობით ჩაასხით შიგ ათქვეფილი კვერცხი და მიიყვანეთ ადუღებამდე. 

დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და კამა ან ტარხუნა. მარილი- გემოვნებით.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა