რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / კარტოფილი ბეკონით და ნივრით ფოლგაში
კარტოფილი ბეკონით და ნივრით ფოლგაში

ინგრედიენტები:

12 საშუალო ახალი კარტოფილი

2 თავი ნიორი

12 ც. თხელი ბეკონის ნაჭერი

0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი

მარილი, პილპილი

 

მომზადება:

1.     ნიორიდაარჩიეთ.

2.     1 თავი დარჩეული ნიორი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაამატეთ ჭიქაში ზეითუნის ზეთით. უყავით მარილი და აურიეთ.

3.     კარტოფილი გარეცხეთ ჯაგრისით და დაჭერით 1 სმ სისქის რგოლებად.

4.     ჩააწყეთ კარტოფილის რგოლები ჯამში, მოასხით ნივრის ზეთი და კარგად აურიეთ.

5.     მოამზადეთ ორად მოკეცილი ფოლგის ნაჭრები ზომით 30x40 სმ.

6.   ფოლგის ცენტრში დააწყეთ კარტოფილი და 2-3 კბილი ნიორი. დააყარეთ მარილი და პილპილი. ბეკონის თითოეული ნაჭერი გაყავით სამად. კარტოფილის თითოეულ ულუფაზე დააწყეთ 6-6 ასეთი ნაჭერი. აწიეთ ფოლგის ნაპირები კარტოფილის თავთან, ოდნავ მოუჭირეთ, ჩაასხით 0,5 ჭიქა წყალი და მთლიანად მოუჭირეთ ნაპირებს (დახურეთ). დააწყეთ გისოსებზე და მოამზადეთ ნაკვერჩხალზე დაახლოებით 30 წუთი. ამ კერძის მომზადება ასევე შეიძლება ღუმელში. მიიტანეთ ცხელ მდგომარეობაში.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა