ინგრედიენტები:
2 ქილა „სგუშჩონი“
რძე, მოცულობით 2 ქილა „სგუშჩონის“ შეფარდებით
შავი ქლიავი, კენკრა ან ხილი მოსართავად
კარამელისთვის:
8 კვერცხი
3 ს.კ. შაქარი
მომზადება:
1. „სგუშჩონი“ გადაიღეთ ღრმა ჯამში, დაამატეთ რძე და კვერცხი. ათქვიფეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. ფორმის ძირში დაასხით 2 ს.კ. კარამელი. თუ მზა კარამელი არა გაქვთ, მისი მომზადება თავად შეგიძლიათ: ამისათვის ფორმის ძირში დადეთ შაქარი, დადგით ფორმა ცეცხლზე, რათა შაქარი გადნეს და მიიღოთ კარამელი. გადმოდგით ცეცხლიდან და რამდენიმე წუთით დატოვეთ გასაციებლად.
3. გადაიღეთ ფორმაში ჩვენი მომავალი პუდინგი. შემდეგ დადგით ფორმა წყლის აბაზანაზე და შედგით ღუმელში საშუალო სიმძლავრეზე. მომზადება დაიკავებს დაახლოებით 40 წუთს. პუდინგი შეიძლება გასინჯოთ მზადყოფნაზე, თუ დანის წვერით მოუსინჯავთ ნაპირებს, ის უნდა ცილდებოდეს ფორმის კედლებს.
4. პუდინგს დააფარეთ განიერი თეფში, გადააბრუნეთ და ისე გამოიღეთ ფორმიდან. ზემოდან დესერტი შეგიძლიათ მორთოთ შავი ქლიავით, კენკრით ან სხვა ხილის ნაჭრებით. პუდინგი გააციეთ და ისე მიირთვით.