ინგრედიენტები:
კონიაკი (ან ბრენდი) - 1 ს.კ.
გამხმარი პიტნა - 2 ჩ.კ.
შავი შოკოლადი - 150 გ
ხაჭო - 150 გ
ნაღები 10% - 150 მლ
მომზადება:
1. 100 გ შოკოლადი დატეხეთ და გაადნეთ წყლის აბაზანაზე. დაამატეთ პიტნა, კონიაკი და აურიეთ.
2. ხაჭო ათქვიფეთ მიქსერით და დაამატეთ ნაღები.
3. შოკოლადის ნარევი ოდნავ გააციეთ და გადაურიეთ ხაჭოსა და ნაღების ნარევს. მუსი გაანაწილეთ ბოკალებში. დარჩენილი შოკოლადი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და ზემოდან მოაყარეთ. შედგით მაცივარში 1 საათით.