რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ლიმონის სემიფრედო კენკროვანი სოუსით - ტრადიციული იტალიური დესერტი
ლიმონის სემიფრედო კენკროვანი სოუსით - ტრადიციული იტალიური დესერტი

ინგრედიენტები:

კვერცხის ცილა - 4 ც.

ნებისმიერი კენკროვანი - 500 გ

გახეხილი ლიმონის ცედრა - 1 ჩ.კ.

შაქრის პუდრი - 1 ჭიქა

ნაღები 33% - 2 ჭიქა

 

მომზადება:

1. კენკრა გარეცხეთ, გააშრეთ და დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე. გაცერით საცერში. დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში. ფორმებს გადააფარეთ 2 ფენა საკვები ცელოფანი, დატოვეთ გადმოსული ნაპირები. ფორმები მოათავსეთ საყინულეში.

2. ცილები ათქვიფეთ ¼ ჭიქა შაქრის პუდრთან ისე, რომ მიღოთ ჰაეროვანი გლუვი ქაფი. ნაღები ათქვიფეთ დარჩენილ შაქრის პუდრთან და დაამატეთ ლიმონის ცედრა. აიღეთ 1 ს.კ. ათქვეფილი ნაღები და დაამატეთ ათქვეფილ ცილაში. შემდეგ ძალიან სწრაფად ჩაათქვიფეთ ცილა ნაღებში. ეს იმისთვის კეთდება, რომ არევის დროს ცილა და ნაღები არ „დაჯდეს“.

3. გადაიღეთ ნარევი გაყინულ ფორმებში. დახურეთ ცელოფნის თავისუფალი ბოლოებით და ზემოდან დააფარეთ ფოლგა. შედგით საყინულეში 4 საათით. მიირთვით კენკროვან სოუსთან ერთად.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა