ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი - 200 გ
მცენარეული ზეთი რაფინირებული - 2 ს.კ.
მწიფე, მაგრამ მაგარი ბანანი - 4 ც.
მიწის თხილი - 1 ჭიქა
ჯოხები ნაყინისთვის - 8 ც.
მომზადება:
1. ბანანს მოაშორეთ კანი და განივ გაჭერით შუაზე. თითოეულ ნახევარს გაურჭეთ ნაყინის ჯოხი. ბრტყელ ლანგარს გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყეთ ზედ ბანანები და 15 წუთით შედგით საყინულეში.
2. მიწის თხილი ძალიან წვრილად დაჭერით. შოკოლადი დატეხეთ ნაჭრებად, გაადნეთ წყლის აბაზანაზე და დაამატეთ ზეთი. კარგად აურიეთ.
3. თითოეული ბანანი ამოავლეთ შოკოლადში, აცადეთ შოკოლადს გაციება. კიდევ ერთხელ ამოავლეთ შოკოლადში, შემდეგ კი - მიწის თხილში. დააწყეთ ბანანები ლანგარზე და შედგით საყინულეში 30 წუთით. ბანანის ესკიმო მზადაა!