დიეტის
ავტორმა ბარი სირსმა შეიმუშავა უნიკალური მეთოდი, რომლის მეშვეობითაც
ორგანიზმი იღებს სასარგებლო ნივთიერებების აუცილებელ რაოდენობას და
ამასთან, ზედმეტ კილოგრამებს კარგავს. დიეტა "ზონის" ძირითადი კონცეფცია
იმაში მდგომარეობას, რომ საკვებ პროდუქტებში შემავალი ნივთიერებებიდან 40%
ნახშირწყლებია, 30% - ცილები და კიდევ 30% - ცხიმები. აქედან გამომდინარე,
დიეტის ავტორი გარანტიას გვაძლევს, რომ კვების ეს რეჟიმი მაქსიმალური
კალორიების დაწვაში დაგვეხმარება.
ვის უხდება დიეტა "ზონა"?
სანამ
საკუთარი თავისთვის მოცემულ დიეტას ავირჩევდეთ, აუცილებელია გავარკვიოთ,
რა არის ჩვენი მიზანი. თუ თქვენ, უბრალოდ, სწრაფად გახდომა გსურთ, მაშინ ეს
არ არის თქვენი ვარიანტი; მაგრამ თუ თქვენ გსურთ, დაიკლოთ 5-7 კგ
წელიწადში და შემდეგ შეინარჩუნოთ წონა და ამასთან, ზიანი არ მიაყენოთ
თქვენს ჯანმრთელობას, მაშინ დიეტა "ზონა" სწორედ თქვენთვისაა.
თუმცა,
აუცილებელია, გახსოვდეთ ერთი მნიშვნელოვანი რამ: არცერთი დიეტა არ უნდა
გამოიყენოთ პრაქტიკაში პროფესიონალი დიეტოლოგის ან ექიმის კონსულტაციის
გარეშე!
რომელი პროდუქტები უნდა გამოიყენოთ?
არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც დიეტის დროს უნდა გამოიყენოთ.
ნახშრწყლების
მიღება უმჯობესია შემდეგი პროდუქტებიდან: კომბოსტო, კიტრი, ჭინჭარი,
მწვანე და თეთრი ხახვი, ოხრახუში და სალათის ფურცლები, ბულგარული წიწაკა,
მწვანე ლობიო და ბარდა. ბოსტნეულიდან და ხილიდან განსაკუთრებული ყურადღება
მიაქციეთ პომიდორს, ბროწეულსა და ციტრუსებს.
აუცილებელ ცილებს შეიცავს შემდეგი პროდუქტები: ქათამი, თევზი, ინდაური, საქონლის ხორცი, ნაკლებცხიმიანი ყველი, კვერცხი.
სჯობს
დაივიწყოთ შაქარი ნებისმიერი ფორმით. უარი თქვათ პურზე, მაკარონზე,
კარტოფილზე, ცომეულზე, ბრინჯზე და სწრაფად მოსამზადებელ ფაფებზე.
სასმელებიდან
გამორიცხეთ გაზიანი, ტკბილი წვენები, ალკოჰოლი, კოფეინი. რაც შეეხება
ხილს, მოერიდეთ ბანანს, ქლიავს, ყურძენს, ქიშმიშს, რომლებიც ყველაზე მეტ
შაქარს შეიცავს.
ხოლო, რაც შეეხება ცხიმებს, ბარი სირსის დიეტაში
მათ მიღება ნებისმიერი რაოდენობით შეგიძლიათ. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი
პირობა: ცხიმები აუცილებლად სასარგებლო უნდა იყოს. საკვებში გამოიყენეთ
ზეითუნის ზეთი და თევზის ქონი, ხოლო ცხოველური ცხიმები მაქსიმალურად
შეამცირეთ.
რითი განსხვავდება დიეტა "ზონა" სხვა კეტო-დიეტებისგან?
კეტო-დიეტებს
უწოდებენ დაბალნახშირწყლებიან დიეტებს ცხიმის მაღალი, ხოლო ცილების
ზომიერი შემცველობით. კეტოზი – ეს ორგანიზმის მდგომარეობაა, რომლის დროსაც
კეტონური სხეულების ენერგია გამოიყენება ძირითადი ენერგიის წყაროდ. მისი
წარმოქმნის მიზეზად შესაძლოა, იქცეს მარტივი ნახშირწყლების გამოყენების
ხანგრძლივი შეზღუდვა.
დიეტა "ზონა" გამოირჩევა იმით, რომ
აგრესიულად კი არ მიმდინარეობს ცხიმოვანი მასის დაკლება, არამედ ის
გამოიყენება, როგორც კვების სისტემა, რომელიც მიმართულია ორგანიზმისთვის
ოპტიმალური წონის შესანარჩუნებლად. სირსის აზრით, ყოველდღიურად სწორი
მენიუს შერჩევა – ყოველი ჩვენგანის ამოცანაა. მისი თქმით, მთავარია –
მივიღოთ იმდენი ცილა, რამდენიც ჩვენს ხელისგულზე დაეტევა, ხოლო ცხიმები და
ნახშირწყლები იმდენი, რამდენიც შიმშილის გრძნობის მოკვლაში დაგვეხმარება.
როგორ გამოვთვალოთ აუცილებელი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა?
ავიღოთ
მაგალითისთვის 75 კგ წონის ქალი, რომლისთვისაც ყოველდღიურად აუცილებელია
2500 კკალ-ის მიღება. დიეტა "ზონის" ოქროს წესის მიხედვით, მისთვის
აუცილებელია, რომ დღის განმავლობაში მიიღოს: 250 გრ ნახშირწყლები (რაც
მიღებული კალორიების 40%-ს შეადგენს), 187 გრ ცილა (კალორიების 30%) და 83
გრ ცხიმი (გამოყენებული კალორიების 30%). ამ შემთხვევაში ის მუდამ
შესანიშნავ ფორმაში იქნება.
მთავარი შეცდომა
რაც უნდა
მოსახერხებელი და კომფორტული იყოს მოცემული დიეტა ადამიანისთვის, ძირითადი
პრობლემა აქ მაშინ ჩნდება, როცა ადამიანები მის დაცვას საკუთარი მეთოდით
ცდილობენ და არა ისე, როგორც მისი შემქმნელი და ავტორი გვთავაზობს. ხშირად
გახდომის მსურველები მსხვერპლად სასარგებლო ნახშირწყლებს სწირავენ და
სამაგიეროდ, მავნე ცხიმებს იღებენ.
ამიტომაც იქამდე, სანამ დიეტა
"ზონის" დაცვას გადაწყვეტდეთ, უპასუხეთ საკუთარ თავს – ნამდვილად მზად
ხართ, მკაცრად მიჰყვეთ რეკომენდაციებსა და ინსტრუქციებს? და თუ თქვენი
პასუხი იქნება "დიახ" – ზედმეტი კილოგრამები აუცილებლად მოგშორდებათ!