რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / სახლში დამზადებული ირისი - შესანიშნავი ტკბილეული თქვენთვის და თქვენი ბავშვებისთვის!
სახლში დამზადებული ირისი - შესანიშნავი ტკბილეული თქვენთვის და თქვენი ბავშვებისთვის!

ინგრედიენტები:

კარაქი - 30 გ

შაქარი - 220 გ

არაჟანი 220 გ

 

მომზადება:

აიღეთ თანაბარი რაოდენობის არაჟანი და შაქარი, დაამატეთ ცოტაოდენი კარაქი. გადაიღეთ პატარა  ქვაბში.

დადგით საშუალო ცეცხლზე და, მუდმივი მორევით, მიიყვანეთ დუღილამდე. თავდაპირველად ზედაპირზე გაჩნდება წვრილი ბუშტები, მუდმივად უნდა ურიოთ.

ცოტა ხანში ნარევი დაემსგავსება „სგუშჩონის“. გააგრძელეთ მორევა, რათა ნარევი არ მიიწვას ძირში. თუ გინდათ, რომ იყოს მუქი ფერის, უფრო დიდხანს მოხარშეთ. ამ შემთხვევაში მორევა გაგიჭირდებათ, მაგრამ უნდა გაზარდოთ ინტენსივობა.

როცა მიაღწევთ ირისის სასურველ ფერს, გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ კარაქი. კარაქი ინტენსიურად უნდა შეურიოთ ირისის მასას.

სქელი მასა სწრაფად გაანაწილეთ ფორმებში ან გადაიღეთ სწორ ზედაპირზე. ფორმებს წაუსვით კარაქი.

თუ ირისს გადაიღებთ სწორ ზედაპირზე, სანამ ნარევი ჯერ კიდე თბილი იქნება, სველი დანით გააკეთეთ ნასერი.

დატოვეთ გასაციებლად. შემდეგ ამოიღეთ ფორმებიდან და გაყავით ულუფებზე.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა