ინგრედიენტები:
ფქვილი - 2 ჭიქა
1 ნაკლული ჭიქა წყალი
მარილი - ½ ჩ.კ.
მწვანე ხახვი
კამა
ოხრახუში
ისპანახი
ქინძი
კვერცხი
რბილი ყველი - 400 გ
მცენარეული ზეთი - 3 ს.კ.
მომზადება:
ფქვილი, წყალი, ზეთი და მარილი აურიეთ ერთმანეთში და მოზილეთ მაგარი ცომი, დააფარეთ საკვები ცელოფანი და დატოვეთ ნახევარი საათით.
გარეცხილი და გამშრალი მწვანილი დაჭერით მსხვილად და დაამატეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი, კვერცხი და კარგად აურიეთ.
ცომი გაყავით მცირე ნაჭრებად და ძალიან თხლად გააბრტყელეთ.
ცომის ნახევარზე დადეთ შიგთავსი და დახურეთ მეორე ნახევრით.
გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.
გამზადებულ აფარარს უხვად წაუსვით კარაქი.