რეცეპტები / გამორჩეული გემო / უგემრიელესი კატლეტი „ბოშური“
უგემრიელესი კატლეტი „ბოშური“

ინგრედიენტები:

საქონლის ფარში - 700 გ

პურის ბატონი - 0,5 ც.

ხახვი - 3 ც.

ნიორი - 2 კბილი

პომიდორი - 3 ც.

კამა - 0,5 კონა

ოხრახუში - 0,5 კონა

რძე - 150 მლ

მარილი - 1 ჩ.კ.

მზესუმზირის ზეთი - 2 ს.კ.

 

მომზადება:

პურის ბატონის რბილობი დაალბეთ რძეში.

ბლენდერში ათქვიფეთ ხახვი, ნიორი, ბატონი, მარილი.

პომიდორი დამდუღრეთ, გააცალეთ კანი და ცოტა ხნით დატოვეთ. შემდეგ გაწურეთ და დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

გადაურიეთ ერთმანეთში ყველაფერი, რაც დააბლენდერეთ, პომიდორი, ფარში, გააკეთეთ კატლეტები. დააწყეთ კატლეტი ცხიმიან ტაფაზე და შედგით 220 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით. მიირთვით გარნირით. 



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა