რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / სუპერ - ტორტი გამოცხობის გარეშე 25 წუთში
სუპერ - ტორტი გამოცხობის გარეშე 25 წუთში

ინგრედიენტები:

 ფენებისთვის:

პეჩენია და კაკაო - 300 გ

 

კრემისთვის:

წყალი - 75 მლ

არაჟანი - 250 გ

ხაჭო - 250 გ

შაქარი - 100 გ

ჟელატინი - 1 ს.კ.

 

მოსართავად:

შოკოლადის ფილა

 

მომზადება:

კრემისთვის:ჟელატინი ჩაყარეთ თბილ წყალში და დატოვეთ რამდენიმე წუთით გაჯირჯვებამდე. შემდეგ გადაიღეთ პატარა ქვაბში და დადგით ნელ ცეცხლზე. გაწურეთ და გადადგით გვერდზე.

ხაჭო, არაჟანი და შაქარი დააბლენდერეთ. დაამატეთ ჟელატინი და კარგად აურიეთ.

პეჩენია დაფშვენით და შეურიეთ კაკაოს. ფორმის ძირში დააწყეთ პეჩენიები და მოასხით კრემი. შემდეგ ისევ პეჩენია და კრემი. მაშ ასე, გამოგივათ 3 ფენა პეჩენია და 3 ფენა კრემი.

შედგით ტორტი მაცივარში, სასურველია დილამდე, კრემი შესანიშნავად ჟღინთავს პეჩენიას. ტორტი მორთეთ გახეხილი შოკოლადით.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა