ინგრედიენტები:
ფენოვანი ცომი – 500 გ
ხაჭო - 500 გ
ჟოლო - 2 ჭიქა
შაქარი - 0,5 ჭიქა
ნაღები - 2 ს.კ.
შაქრის პუდრი - 0,5 ჭიქა
მომზადება:
გაყინული ცომი გაალღვეთ და თხლად გააბრტყელეთ. დადეთ ღუმელის ტაფაზე და გაუკეთეთ გვერდები. შედგით 220 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.
ხაჭო ათქვიფეთ შაქართან და ნაღებთან ერთად ერთგვაროვან კონსისტენციამდე.
სიროფისთვის:1 ჭიქა ჟოლოს დააყარეთ შაქრის პუდრის ნახევარი და დადგით ნელ ცეცხლზე.
გამომცხვარ ფენას წაუსვით ხაჭოს მასა და ზემოდან მოასხით ჟოლოს სიროფი. დაადეთ ღვეზელს დარჩენილი ჟოლო და მოაყარეთ შაქრის პუდრი.