სასარგებლო / პრაქტიკული რჩევები / ჟოლოს 8 სამკურნალო თვისება - პოტენციის ამაღლება, უშვილობის მკურნალობა, დეპრესიის წინააღმდეგ
ჟოლოს 8 სამკურნალო თვისება - პოტენციის ამაღლება, უშვილობის მკურნალობა, დეპრესიის წინააღმდეგ
ჟოლოს არამარტო გემოსა და არომატისთვის აფასებენ, არამედ არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების გამოც. საინტერესოა, რა არის მასში ასეთი უჩვეულო?

1. შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ბევრი პრეპარატის შემადგენლობაში შედის.

2. გვინარჩუნებს ახალგაზრდობას მასში შემავალი A, PP და B2 ვიტამინების წყალობით, რომლებიც კანის ტონუსზე, სიმკვრივეზე, სიგლუვესა და ფერზე აგებენ პასუხს.

3. დიდი რაოდენობით სპილენძს შეიცავს. სპილენძი კი ანტიდეპრესანტების შემადგენლობაში შედის. ამდენად, ჟოლოს მირთმევა სასარგებლოა მათთვის, ვისაც დეპრესია აქვს და სტრესულ სიტუაციებში ხშირად ხვდებიან.

4. ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესს, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.

5. ც ვიტამინის შემცველობის ხარჯზე აუმჯობესებს პოტენციას.

6. სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც ბავშვის ჩასახვა სურს, რადგან ფოლიუმის მჟავას შეიცავს.

7. აუმჯობესებს თირკმლების მუშაობას, ხსნის შეშუპებას, რადგან ჟოლოს ფოთლების ნახარშს შარდმდენი თვისება აქვს.

8. შეიცავს მთრთიმლავ ნივთიერებებს, ამდენად, ანგინის დროს სასარგებლოა მისი ნაყენის ყელში გამოვლება.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა