ინგრედიენტები:
კვერცხი - 2 ც.
შაქარი - 4 ს.კ.
არაჟანი - 3 ს.კ.
არაყი (არ არის აუცილებელი) – 1 ს.კ.
მწიკვი მარილი
ვანილი
½ ჩ.კ. სოდა
მომზადება:
კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ შაქარი, მარილი, ვანილი, სოდა (1 ს.კ. ძმრით), არაჟანი და არაყი. აურიეთ და დაამატეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი. ცომი უნდა იყოს რბილი და არ ეწებებოდეს ხელებზე. გააბრტყელეთ ცომი 1 სმ ცოტა ნაკლები, გამოჭერით ფორმების დახმარებით ბლითები და გამოაცხეთ ცხელ მცენარეულ ზეთში. ბლითები ცხვება ძალიან სწრაფად. ზემოდან დააყარეთ პუდრი.