რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / სუპერტენიანი უკვერცხო შოკოლადის ტორტი
სუპერტენიანი უკვერცხო შოკოლადის ტორტი

ინგრდედიენტები:

ფქვილი - 1,5 ჭიქა

კაკაოს ფხვნილი - 3 ს.კ.

სოდა - 1 ჩ.კ.

მარილი - გემოვნებით

შაქარი - 1 ჭიქა

მცენარეული ზეთი - ¼ ჭიქა

წყალი - 1 ჭიქა

ვანილი - გემოვნებით

ძმარი -1 ს.კ.

ხსნადი ყავა - ¼ - ½ ჩ.კ.

 

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. დააფინეთ ფორმას პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, კაკაო, სოდა და მარილი. ცალკე ჯამში აურიეთ ერთმანეთში წყალი, შაქარი, ზეთი, ძმარი და ყავა. ათქვიფეთ მანამ, სანამ სრულად არ გაიხსნება შაქარი. ორივე ნარევი გადაურიეთ ერთმანეთში.

გადაიღეთ ცომი გამზადებულ ფორმაში და გამოაცხეთ 35-40 წუთის განმავლობაში. როცა გაცივდება, დაჭერით. ზემოდან შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადის კრემი ან მოაყაროთ გახეხილი შოკოლადი.   



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა