ინგრდედიენტები:
მაკარონი - 200 გ
ლორი ან ძეხვი - 200 გ
ყველი - 100 გ
რძე - 250 მლ
წყალი - 250 მლ
პილპილი, მარილი - გემოვნებით
მცენარეული ზეთი (ფორმის მოსასმელად)
მომზადება:
ფორმას წაუსვით ზეთი და დააწყეთ მაკარონი.
ლორი ან ძეხვი დაჭერით და დააყარეთ მაკარონს.
დააყარეთ პილპილი და მარილი.
რძეს დაამატეთ წყალი და ჩაასხით ფორმაში.
ძეხვიან მაკარონს მოაყარეთ გახეხილი ყველი და დააფარეთ ფოლგა.
გამოაცხეთ 30 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე.
შემდეგ მოხსენით ფოლგა და შებრაწეთ კიდევ 15 წუთი.