რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / სახლში დამზადებული შოკოლადი ბავშვებისთვის
სახლში დამზადებული შოკოლადი ბავშვებისთვის

ინგრედიენტები:

კაკაოს ფხვნილი - 100 გ

ნაღები (15-20% ცხიმიანობის) - 50 გ

შაქრის პუდრი - 2 ს.კ.

კარაქი - 50 გ

ვანილის შაქარი - გემოვნებით

ქიშმიში - გემოვნებით

ნიგოზი - გემოვნებით

დარიჩინი - გემოვნებით

 

მომზადება:

1.     დაბალ ცეცხლზე შეათბეთ ნაღები, მხოლოდ არ მიიყვანოთ დუღილამდე. გახსენით მასში ვანილის შაქარი და შაქრის პუდრი.

2.     დაამატეთ კარაქი და დარიჩინი. მცირე ულუფებით, რომ არ გაიკეთოს კოშტები, გადაასხით მიღებული ნარევი ჭურჭელში, სადაც კაკაოს ფხვნილია.

3.     გაათბეთ ნარევი წყლის აბაზანაზე. ამ ეტაპზე შეიძლება დაამატოთ ქიშმიში და ნიგოზი.

4.     გაანაწილეთ შოკოლადი ფორმებში და შედგით მაცივარში გასასქელებლად.

ასეთი დესერტით შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ ბავშვებს 1,5 ასაკიდან, თუ, რა თქმა უნდა, არა აქვთ ალერგია კაკაოზე.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა