ინგრდიენტები:
1 კგ ვაშლი
1 ჭიქა შაქარი
300 გ ქლიავი
მომზადება:
ხილი გარეცხეთ. ვაშლი გათალეთ და გაჭერით შუაზე. ქლიავი გახლიჩეთ ნახევრებზე და მოაშორეთ კურკა.
გადაიღეთ ხილი ღუმელის ტაფაზე, რომელზეც დაფენილია პერგამენტი. შედგით 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.
შებრაწეთ, სანამ ხილი არ დარბილდება, შემდეგ გააციეთ.
აურიეთ ერთმანეთში შებრაწული ხილი და შაქარი და დააბლენდერეთ ერთგვაროვან მასამდე. ისევ გადააფარეთ ტაფას პერგამენტი და გადაიღეთ მასზე მთელი მასა.
გადაასწორეთ ზედაპირი. ხილის მასის სისქე უნდა იყოს დაახლოებით 0,5-0,8 სმ.
პასტილა უნდა გაშრეს ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 3-4 დღის განმავლობაში. 2 დღის შემდეგ პასტილა გადააბრუნეთ მეორე მხარეს. თუ გინდათ დააჩქაროთ გაშრობის პროცესი, შედგით 60-70 გრადუსამდე გაცხელებულ, ოდნავ ღია ღუმელში 8 საათით.
გამშრალი პასტილა გაჭერით მაკრატლით გრძელ და თხელ ფირფიტებზე. დაახვიეთ რულეტებად. შეინახეთ პასტილა პერგამენტის ქაღალდში. დაამაგრეთ ძაფით, რომ არ გაიხსნას, ჩააწყეთ ქილაში და დაახურეთ თავსახური.