რეცეპტები / სასმელი / ჟოლოს მოხიტო - უკეთეს საზაფხულო უალკოჰოლო სასმელს ვერ მოიფიქრებთ!
ჟოლოს მოხიტო - უკეთეს საზაფხულო უალკოჰოლო სასმელს ვერ მოიფიქრებთ!

ინგრედიენტები:

ჟოლო - 10 ც.

წყალი - 0,5 ჭიქა

შაქარი - 0,5 ჭიქა

გაზიანი წყალი -  150 მლ

ყინული გემოვნებით

ლიმონის წვენი - 2 ს.კ.

პიტნა - 6 ფურცელი

 

მომზადება:

მცირე ქვაბში აურიეთ ერთმანეთში შაქარი და წყალი. დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ გადმოდგით და გააციეთ.

ბოკალში მოხიტოსთვის ჩადეთ ჟოლო და პიტნა, დაამატეთ 50 მლ მომზადებული სიროფი და დაჭყლიტეთ კოვზით შიგთავსი. ბოკალში დაამატეთ ყინულის ნატეხები, ლიმონის წვენი, რამდენიმე მთელი ჟოლო და დაასხით გაზიანი წყალი.

კოქტეილი მორთეთ ლიმონის რგოლით და ჟოლოთი.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა