ინგრედიენტები:
ცომისთვის:
ფქვილი - 280 გ
კარაქი (ცივი) – 180 გ
კვერცხი - 1 ც.
სოდა - 1 ჩ.კ.
შაქარი - 100 გ
მწიკვი მარილი
მოსასხმელად:
ხაჭო - 100 გ
არაჟანი - 300 გ
კვერცხი 1 ც.
შაქარი - 100 გ
ვანილის შაქარი - 1 პაკეტი (10 გ)
ფქვილი - 2 ს.კ.
შიგთავსისთვის:
ჟოლო - 150 გ
შავი მოცხარი - 250 გ
მომზადება:
კარაქი გახეხეთ სახეხზე. აურიეთ ერთმანეთში კარაქი, ფქვილი, სოდა, შაქარი და მარილი. დაამატეთ კვერცხი და კარგად მოზილეთ. გააკეთეთ გუნდა.
ცომი გაანაწილეთ ფორმაში და გაუკეთეთ გვერდები. დაჩხვლიტეთ ცომი ჩანგლით და შედგით მაცივარში 30 წუთით.
მოსასხმელად: გასრისეთ ხაჭო კვერცხთან, შაქართან და ვანილის შაქართან. დაამატეთ არაჟანი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და ათქვიფეთ ერთგვაროვან მასამდე. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და დააყარეთ ჟოლო და მოცხარი.
თუ კენკროვანი ხილი გაყინულია, მათი გალღვობა არ არის საჭირო. ზემოდან მოასხით მომზადებული მოსასხმელი.
შედგით ღვეზელი 170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 45-50 წუთით. გამოაცხეთ, სანამ გვერდები არ გაუოქროსფერდება. როცა ღვეზელი გაცივდება, ამოიღეთ ფორმიდან.