რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / ყვავილოვანი კომბოსტოს ომლეტი
ყვავილოვანი კომბოსტოს ომლეტი

ინგრედიენტები:

კვერცხი - 3 ც.

რძე - ½ ჭიქა

ყვავილოვანი კომბოსტო - 150-200 გ

მწვანილი

მარილი

მცენარეული ზეთი შესაწვავად


მომზადება:

ყვავილოვანი კომბოსტო გარეცხეთ და დააცალკევეთ წვრილ ყვავილედებზე. დაჭრილი კომბოსტო ჩაუშვით მდუღარე მარილიან წყალში და ხარშეთ დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში.

წვრილად დაჭერით მწვანილი. აურიეთ ერთმანეთში და ათქვიფეთ კვერცხი და რძე, მოაყარეთ  მარილი. როცა ყვავილოვან კომბოსტოს ცოტა დააკლდება მოხარშვა, გადაასხით წყალი. გაცხელებულ ტაფაზე დაამატეთ ცოტა მცენარეული ზეთი და დადეთ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო. მაშინვე დააყარეთ მწვანილი.

არ შეწვათ კომბოსტო და ისე მოასხით ათქვეფილი რძიანი კვერცხი. ომლეტი შეწვით ჯერ ერთი მხრიდან, შემდეგ გაყავით ნაჭრებად და გადააბრუნეთ მეორე მხარეს. სურვილისამებრ შეგიძლიათ დააყაროთ გახეხილი ყველი და შეწვათ მზადყოფნამდე.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა