ინგრედიენტები:
ხაჭო - 500 გ
ბანანი - 5-6 ც, უმჯობესია გადამწიფებული
ფქვილი - 2 ს.კ.
კვერცხი - 1 ც.
მომზადება:
1. ხაჭო ათქვიფეთ ბლენდერში ან გაცერით. ბანანი დააბლენდერეთ ან დაჭყლიტეთ ჩანგლით.
2. ხაჭოსა და ბანანის ნარევში დაამატეთ კვერცხი და ფქვილი და მოზილეთ ცომი. არომატისთვის შეგიძლიათ დაამატოთ ვანილი. კიდევ ძალიან უხდება ქიშმიში და სურვილისამებრ შეგიძლიათ ისიც დაამატოთ.
3. წაუსვით ფორმას კარაქი და ოდნავ მოაყარეთ ფქვილი. გადმოიღეთ ფორმაში ცომი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.