რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / უგემრიელესი და სასარგებლო ხილის ნაყინი
უგემრიელესი და სასარგებლო ხილის ნაყინი

ინგრედიენტები:

გაყინული მარწყვი - 150 გ

გაყინული შავი მოცხარი - 150 გ

ატამი - 3 ც.

ბანანი - 2 ც.

შაქარი - 3 ს.კ.

 

მომზადება:

ბანანი დაჭერით ნაჭრებად და ოდნავ გაყინეთ.

ატამს მოაცილეთ კურკა და დაჭერით. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაშოროთ კანიც. ბლენდერში 1 წუთის განმავლობაში დააქუცმაცეთ გაყინული კენკრა, დაამატეთ შაქარი, ბანანი და ისევ დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე.

მიღებულ პიურეში დაამატეთ ატმის ნაჭრები და ისევ დააბლენდერეთ.

გაანაწილეთ ნაყინი ჭიქებში და გაყინეთ.

ასეთი ნაყინი შესანიშნავი ტკბილეულია თქვენი პატარებისთვის. სარგებელი და სიამოვნება ერთ დესერტში!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა