რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / მინანქარიანი ხაჭოს კვერები - სასწაული რეცეპტი!
მინანქარიანი ხაჭოს კვერები - სასწაული რეცეპტი!

ინგრედიენტები:

შავი შოკოლადი - 100 გ

კარაქი - 50 გ

ხაჭო 9% - 250 გ

ალუბალი (უკურკო) - გემოვნებით

 

მომზადება:

გაადნეთ წვრილად დატეხილი შოკოლადი წყლის აბაზანაზე.

ფუნჯით წაუსვით სილიკონის ფორმებს შოკოლადის თხელი ფენა.

შედგით საყინულეში 30 წუთით.

ხაჭო გასრისეთ დარბილებულ კარაქთან ერთად.

გამოიღეთ საყინულიდან ფორმები და შუამდე აავსეთ ხაჭოს მასით.

დაამატეთ ცოტა ალუბალი და ბოლომდე დაამატეთ ხაჭოს მასა.

ხაჭოს ზემოდან წაუსვით გამდნარი შოკოლადი და შედგით მაცივარში შესქელებამდე.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა