რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / უგემრიელესი ვაშლის ტორტი სიცილიურად
უგემრიელესი ვაშლის ტორტი სიცილიურად

ინგრედიენტები:

ფქვილი - 75 გ

სოდა - 1 ჩ.კ.

რძე - 50 მლ

კარაქი - 60 გ

მწვანე ვაშლი - 0,5 კგ

კვერცხი - 1 ც.

კვერცხის გული - 1 ც.

ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ.

შაქარი - 125 გ

ნიგოზი - 50 გ

ლეღვის ჩირი - 60 გ

1 ლიმონის ცედრა და წვენი

 

მოსაყრელი ინგრედიენტები:

ნიგოზი - 25 გ

დარიჩინი - 0,5 ჩ.კ.

შაქარი - 25 გ

 

მომზადება:

1. დაჭერით გაფცქვნილი ვაშლი თხლად და ცოტათი დანამეთ ლიმონის წვენით, რომ არ გამუქდეს. დაამატეთ ლიმონის ცედრა და წვრილად დაჭრილი ლეღვის ჩირი.

2. აურიეთ ერთმანეთში შაქარი, კვერცხი და კვერცხის გული და ათქვიფეთ მიქსერით შაქრის სრულ გახსნამდე. დაამატეთ დარბილებული კარაქი და რძე.

3. აურიეთ ფქვილი, ვანილის შაქარი და სოდა. გადაიღეთ ფქვილის ნაზავი კვერცხის ნაზავში და კარგად გადაურიეთ. ცომში დაამატეთ ვაშლის ნაზავი და დაჭრილი ნიგოზი. სურვილისამებრ, ნიგოზი წინასწარ შეიძლება ერთი დღე-ღამით დაალბოთ წყალში. დალბობილი ნიგოზი უფრო ტკბილია და თანაც ორგანიზმი ადვილად ინელებს.

4. ტორტის ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი, დარიჩინი და შაქარი. გადაიღეთ ცომი ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 50 წუთი.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა