რეცეპტები / ცომეული / ფარშირებული ლავაში ღუმელში
ფარშირებული ლავაში ღუმელში

ინგრედიენტები:
ლავაში - 3 ც.
სარდელი - 2 ც.
მაგარი ყველი - 150 გ
პომიდორი - 1 ც.
ბულგარული წიწაკა - 1 ც.
მწვანე ხახვი გემოვნებით
მწვანილი გემოვნებით
მაიონეზი გემოვნებით
შავი პილპილი გემოვნებით
კეტჩუპი გემოვნებით

მომზადება:
1. წაუსვით ლავაშს მაიონეზისა და კეტჩუპის ნაზავი (მაიონეზი შეიძლება შეცვალოთ არაჟნით). 
2. გახეხეთ სახეხზე ყველი და გაანაწილეთ ლავაშზე.
3. სარდელი დაჭერით და ისიც დადეთ ლავაშზე.
4. ზუსტად ასე ვიქცევით პომიდორთან და ბულგარულ წიწაკასთან. პომიდორს ჭრით რგოლებად, წიწაკას კი - რაც შეიძლება წვრილად.
5. მწვანე ხახვი და მწვანილი დაჭერით და ჩადეთ ლავაშში, დააყარეთ მარილი, პილპილი. შემდეგ აკურატულად დაახვიეთ რულეტი.
6. ზემოდან ლავაშს წაუსვით მაიონეზი ან არაჟანი და შედგით ცხელ ღუმელში დაახლოებით 20 წუთით, სანამ არ შეიბრაწება.
ასეთი ლავაში შეიძლება მიირთვათ როგორც ცხელ მდგომარეობაში, ასევე - ცივში, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენ გემოვნებაზე. 



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა