ინგრედიენტები:
საფუარიანი ფენოვანი ცომი - 1 შეფუთვა
ფქვილი - 0,5 ჭიქა
შაქრის პუდრი - 2-3 ს.კ.
ნებისმიერი შიგთავსი გემოვნებით
მომზადება:
მაგიდას მოაყარეთ ფქვილი, ცომი რომ არ მიეწებოს. დადეთ ფენოვანი ცომის ფენა და გაჭერით გრძელ სამკუთხედებზე.
დაახვიეთ მიღებული სამკუთხედები რულეტებად (დაიწყეთ განიერი მხრიდან). კიდევ შეიძლება სამკუთხედის შუა ნაწილში ჩადოთ შიგთავსი, ოღონდ არა თხელი. ყველაზე ძალიან უხდება შოკოლადი.
ახლა კრუასანებს ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი (ოქროსფერი ქერქისთვის) და შედგით 220 გრადუსამდე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 15-დან 30 წუთამდე (გააჩნია ზომებს).