ინგრედიენტები:
ფქვილი - 1,5 ჭიქა
ღორის ფარში - 300 გ
ხახვი - 2 ც.
კვერცხი - 2 ც.
მზესუმზირის ზეთი - 3 ს.კ.
წყალი - 0,5 ჭიქა
შავი პილპილი - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
მომზადება:
გაცრილ ფქვილში დაამატეთ კვერცხი, აურიეთ და დაამატეთ ზეთი. წყალი ოდნავ გაათბეთ და დაუმატეთ მარილი. ჩაასხით ფქვილში, მოზილეთ ცომი და შეინახეთ მაცივარში 2 საათით.
წვრილად დაჭერით ხახვი და დაამატეთ ფარშს, მოაყარეთ მრილი და პილპილი.
ცომის ნაწილი გააბრტყელეთ თხლად, როგორც ჩვეულებრივი ჩებურეკისთვის. ჩადეთ შიგთავსი და შეაერთეთ ნაპირები ჩანგლის დახმარებით.
ტაფას მოფინეთ პერგამენტი და დააწყეთ ჩებურეკები. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და დააფარეთ ფოლგა ისე, რომ არ შეეხოს ჩებურეკებს. გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ გაზქურაში 15 წუთი ფოლგის ქვეშ და 15 წუთი ფოლგის გარეშე.