ინგრედიენტები:
ნებისმიერი ფხვიერი პეჩენია - 200 გ
დაბალცხიმიანი ხაჭო - 200 გ
არაჟანი - 100 გ
შაქარი - 50 გ
ხსნადი ყავა - 1 ჩ.კ.
ვანილი
კაკაო
მომზადება:
უპირველეს ყოვლისა, გააკეთეთ კრემი: ბლენდერში აურიეთ ხაჭო, არაჟანი, შაქარი და ვანილი ერთგვაროვან მასამდე. მოამზადეთ ყავა.
ჩააწეთ პეჩენია ყავაში 5 წამით. შემდეგ გადაიღეთ პეჩენია სხვა ჭიქაში და დაასხით კრემის ნაწილი. ასე ფენებად შეანაცვლეთ ერთმანეთს პეჩენია და კრემი.
ტირამისუს ზემოდან საცერის დახმარებით დააყარეთ კაკაო. შედგით მაცივარში მთელი ღამით. მოცემული რაოდენობის პროდუქტებისგან გამოდის დაახლოებით სამი ჭიქა დესერტი.