ინგრედიენტები:
ხსნადი ყავა - 3 ჩ.კ.
კეფირი - 0,5 ჭიქა
ფქვილი - 1 ჭიქა
კვერცხი - 2 ც.
კარაქი - 100 გ
შაქარი - 1 ჭიქა
სოდა - 12 გ
მომზადება:
ხსნადი ყავა გახსენით კეფირში.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ „კეფირის ყავა“. შემდეგ დაამატეთ დარბილებული კარაქი და გაცრილი ფქვილი სოდასთან ერთად. კარგად აურიეთ.
გადაიღეთ ცომი ცხიმმოსმულ გამოსაცხობ ფორმაში. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. მზადყოფნა შეამოწმეთ ასანთის ღერის დახმარებით. სურვილისამებრ ღვეზელი შეიძლება დაფაროთ მინანქრით. შეიძლება გააკეთოთ არაჟნის კრემი ყავის დამატებით, ზემოდან კი მორთოთ გახეხილი შოკოლადით.