რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / დესერტი მათთვის, ვინც დიეტაზეა
დესერტი მათთვის, ვინც დიეტაზეა

ინგრედიენტები:

ხაჭო - 100 გ

ვაშლი - 4 ც.

კვერცხის გული - 1 ც.

თაფლი - 1 ს.კ.

მანანის ბურღული - 1,5 ჭიქა

კარაქი - 1 ს.კ.

ნებისმიერი თხილი - 10 ც.

მწიკვი დარიჩინი


მომზადება:

მანანის ბურღულს დაამატეთ წვრილად დაჭრილი თხილი და გამდნარი კარაქი. 

შემდეგ დაამატეთ ხაჭო, კვერცხის გული, თაფლი და კარგად აურიეთ. 

ვაშლი გარეცხეთ და მოაჭერით თავები. ფრთხილად ამოუღეთ გულები, რომ მათში რაც შეიძლება მეტი ადგილი დარჩეს შიგთავსისთვის. მოათავსეთ თხილიანი შიგთავსი ვაშლში. დააწყეთ ტაფაზე და შებრაწეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთი.

ცხელ ვაშლს მოაყარეთ დარიჩინი და, როცა გაცივდება, ისიამოვნეთ ამ ნაზი და წვნიანი დესერტით.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა